უპირატესობა

ტექნოლოგიური აღჭურვითა და ნედლეულის ხარისხით „ზედაზენი“უახლესი სტანდარტების ლუდსახარშია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ქარხანა მთლიანად აღჭურვილია ევროპული დანადგარებითა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით.

 

ზედაზენის წყაროს წყალი უნიკალური და საუკეთესოა ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიისთვის. იგი საშულებას გვაძლევს დავამზადოთ მსოფლიოში საუკეთესო ქართული ლუდი და ლიმონათი. ამ შესაძლებლობის რეალიზაციას უმაღლესი ხარისხის, აბსოლუტურად ნატურალური ნედლეულის, უახლესი ტექნოლოგიისა და ლუდის ევროპელ პროფესიონალთა გუნდის დახმარებით ვახორციელებთ.


ჩეხი და გერმანელი მოწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სისტემატურად მუშაობენ საერთაშორისო ხარისხის და სტანდარტის დამკვიდრებაზე, რაც იმის გარანტიაა, რომ ”ზედაზენი” მუდმივად იქნება ლუდისა და უალკოჰოლო გამაგრიელებლი სასმელების ინდუსტრიის ავანგარდში.


ვქმნით პროდუქტს, რომელიც ხარისხის მუდმივ და უმკაცრეს კონტროლს ექვემდებარება. პროდუქტს, რომელიც ჩვენს ქარხანას №1 მწარმოებლის სახელს მოუხვეჭს მთელს ამიერკავკასიაში. პროდუქტს, რომლითაც იამაყებს საქართველო.