ისტორია

ქართული ლუდისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდმა სოფელ საგურამოს შესასვლელთან, ზედაზენის მთის ძირას არსებული უნიკალური წყლით ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ახალი წარმოება - ლუდის ახალი ერა ქართულ ბაზარზე დაიწყო.


რეკორდულ ვადებში-7 თვეში დაიგეგმა და აშენდა უპრეცედენტო მასშტაბის ქარხანა, რომელიც სამაგალითოა გერმანული და ჩეხური სახელგანთქმული ლუდსახარაშებისთვის.


ქარხანა ჩეხურმა კომპანიამ ZVU POTEZ-მა დააპროექტა. მის მშენებლობაში 70 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც საკმაოდ მოცულობითია ქართული კაპიტალისთვის. ამჟამად წარმოებაში 700 ადამიანია დასაქმებული.


24 ჰექტარზე გაშენებული ქარხნის წლიური წარმადობა 1. 000 000 ჰექტოლიტრს აღემატება. ჩეხური წარმოების „ნატე“-ს ხაზი კი საათში 2500 დეკალიტრის ჩამოსხმას უზრუნველყოფს.