02.4.2012მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში, ზედაზენის მთის ძირას ლუდის ახალი ქარხანა ”ზედაზენი” გაიხსნა. ”ზედაზენი” ახალი ქართული ბრენდია, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლუდის გარდა, 5 სახეობის აბსოლუტურად ნატურალურ ლიმონათს აწარმოებს. ქარხანა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. საწარმო უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, იგი ჩეხურმა კომპანიამ ZVU POTEZ-მა დააპროექტა. ჩეხი და გერმანელი სპეციალისტების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ლუდი ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი ფასი 1,50 ლარიდან იწყება.დაწვრილებით